ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კალიფორნიაში ხანძრის 22 კერას ებრძვიან

კალიფორნიაში ხანძარი მძვინვარებს. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა, ხოლო რამდენიმე ასეული ადამიანი დაკარგულად ითვლება.

მეხანძრეები ხანძრის 22 ძლიერ კერას ებრძვიან. საერთო ჯამში, 700 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია დაიწვა. განადგურებული 3,500-ზე მეტი შენობა. 25 ათასი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ტყის ხანძრის დროს განადგურდა მარიხუანას ფერმებიც, თუმცა კანაფის ბიზნესის მფლობელებმა მოსავლის მცირედი ნაწილის გადარჩენა მაინც მოახერხეს.

კანაფის მწარმოებლებს არ შეუძლიათ ბიზნესის დაზღვევა, რადგან ეროვნული კანონი კრძალავს მარიხუანას მოყვანას.

ამის გამო, ქვეყანაში არ არსებობს მექანიზმი, რითაც მათი დანაკარგი ანაზღაურდება.

1933 წლის შემდეგ ეს ყველაზე დამანგრეველი ხანძარია აშშ-ში.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს გუბერნატორმა კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

იტვირთბა....