“თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ ქუთაისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხრეებთან ერთად გზა გადაკეტა. ამ ფორმით მან ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა გააპროტესტა.
მას შემდეგ, რაც საქმეში საპატრულო პოლიცია ჩაერთო, საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა.
წულაია აცხადებს, რომ შესაძლოა ელექტროენერგიის ტარიფიც გაიზარდოს. სანამ ის მომხრეებთან ერთად გზას გადაკეტავდა, აქცია პარლამენტთან გამართა და ხელისუფლებას ამ საკითხის მოგვარება მოსთხოვა.