ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლიკა ქავჟარაძის დაკრძალვის გამო “ენმ”-ის აქცია გადაიდო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შაბათისთვის დაანონსებული საპროტესტო აქცია კვირას გაიმართება. მიზეზი ქართული კინოს ვარსკვლავს, ლიკა ქავჟარაძის დაკრძალვაა, რომელიც შაბათს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის თბილისის მერობის  კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი ავრცელებს.

„აქცია გაიმართება კვირას 2 საათზე და ყველას მოვუწოდებ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქის დღევანდელი დღე და მისი მომავალი, კვირას 2 საათზე შევიკრიბოთ მეტრო რუსთაველთან,“ – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზალიკო უდუმაშვილმა, რომელმაც თანაგუნდელების სახელით, გარდაცვლილი მსახიობის ოჯახს და მეგობრებს მიუსამძიმრა.

იტვირთბა....