ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აბაშიშვილი შესაძლოა პარლამენტში, პრეზიდენტის სამუშაო ოთახში არ შეუშვან

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის  ადმინისტრაციის ხელმღვანელი გიორგი აბაშიშვილი შესაძლოა პარლამენტში, პრეზიდენტის სამუშაო ოთახში არ შეუშვან. ამის შესახებ აბაშიშვილმა თავად განაცხადა. მისი თქმით, მას პარლამენტის აპარატიდან შეატყობინეს, რომ ხვალ პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარლამენტში მდებარე პრეზიდენტის სამუშაო ოთახში ვერ შეუშვებენ, ამის მიზეზი კი არ აუხსნიათ. აბაშიშვილის განცხადებით, კონსტიტუციის მოქმედი რედაქციაშიც  და პროექტშიც არსად  წერია, რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს საკუთარი ადმინისტრაციის უფროსი საკუთარ სამუშაო ოთახში არ შეუშვას.

“დღეს ჩემს თანამშრომლებს დაურეკეს საქართველოს პარლამენტის აპარატიდან და უთხრეს, რომ ჩვენ არ შეგვიშვებენ პრეზიდენტის სამუშაო ოთახში. მე ვნახე კონსტიტუციის მოქმედი რედაქციაც და პროექტიც,  არსად არ წერია, რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს საკუთარი ადმინისტრაციის უფროსი,  მაღალი თანამდებობის პირები არ შეუშვას საკუთარ სამუშაო ოთახში. შესაბამისად, მე იმედი მაქვს, რომ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში და ეს საკითხი მოგვარდება”,- განაცხადა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მრჩევლები და უშიშროების საბჭო ხვალ ქუთაისში გეგმავს ჩასვლას, სადაც რიგგარეშე სხდომა იმართება. სხდომაზე საკონსტიტუციო რეფორმაზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა უნდა მოხდეს

იტვირთბა....