ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის, გია გორგოშაძის გამტაცებლები ოჯახისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ, -ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
როგორც სააგენტოსთვის არაოფიციალურად ხდება ცნობილი, თავდაპირველად ბოროტმოქმედები გია გორგოშიძესთან ერთად, სავარაუდოდ, მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრის გატაცებასაც აპირებდნენ, თუმცა გეგმა შეცვალეს და მხოლოდ ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის გატაცება გადაწყვიტეს. მისი გათავისუფლების სანაცვლოდ კი ოჯახისგან 5 მილიონის გამოძალვას გეგმავდნენ.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე ჩაატარეს.
” შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1962 წელს დაბადებული დ. ფ., 1980 წელს დაბადებული ვ. ვ., 1987 წელს დაბადებული გ. დ. და 1959 წელს დაბადებული რ. მ., თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, მოქალაქე გ. გ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს.”-ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გავრცელებული ცნობით, 4 პირი “გორგიას” დირექტორის გატაცებას გეგმავდა.