ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი სამადაშვილზე: ეს ჭირვეული პატარა გოგოს საქციელი იყო

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის სალომე სამადვილის მიერ გენდერის საბჭოში ჩივილს ეხმიანება, -ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. როგორც ვოლსკი აცხადებს, პოლიტიკაში მეტი ქალი მეტ კდემამოსილებას, მეტ მოთმინებას, მეტ ანალიზსა და მეტ კომპეტენციას ნიშნავს და სწორედ ამიტომაც უჭერს მხარს პოლიტიკაში ქალების ყოფნას:

“როცა კოლეგა ლაპარაკობს და მას საუბარს მაღალ რეესტრში ყვირილით აწყვეტინებ, ეს ის საქციელია, რომელიც გაუწონასწორებელ, პატარა გოგონებს ახასიათებთ. ეს გენდერული საკითხი არ არის, გენდერი საერთოდ არ მიგულისხმია, მისი საქციელი ვიგულისხმე, რაც გათამამებული პატარა ბავშვის საქციელია. ასე ჩემი შვილიშვილი იქცევა ხოლმე. ჩემს ჭირვეულ შვილიშვილს თავი რომ დავანებოთ, ეს ჭირვეული პატარა გოგოს საქციელი იყო და გენდერი არ მიგულისხმია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენთ, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა სალომე სამადაშვილსა და გია ვოლსკის შორის.
კერძოდ, პარლამენტში კომიტეტის მოსმენისას, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის შეკითხვაზე სამაშველო ოპერაციებისთვის საჭირო საავიციო ტექნიკის შესახებ, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის მიმართვამ “ნაციონალური მოძრაობის” წევრ სალომე სამადაშვილისადმი – “გოგო”, სამადაშვილის გაღიზიანება გამოიწვია. სამადაშვილმა საკომიტეტო მოსმენა დატოვა და განაცხადა, რომ პარლამენტში მუშაობა შეუძლებელი ხდება.

ინციდენტის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გიორგი ვოლსკის პარლამენტის გენდერულ საბჭოში უჩივლა. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დამრღვევ დეპუტატს შესაძლოა შენიშვნა მიეცეს.

იტვირთბა....