ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: ოზურგეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მელექედურში გუშინ მომხადარი მკვლელობა გახსნილია.

როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი. ნივთმტკიცებად ამოღებულია ცივი იარაღი-დანა, ხოლო გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 42 წლის მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ცნობით, მკვლელობა ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

იტვირთბა....