ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

პრეზიდენტმა 225 პატიმართან ერთად, ერთი უვადო პატიმრობაში მყოფი შეიწყალა

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის ერთი უვადო პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული:

“სულ შეწყალებულია 226 მსჯავრდებული. მათგან 141 დღესვე დატოვებს საპატიმროს. ხოლო 85 მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელი. შეწყალების კომისიამ სულ 1 604 პორის საქმე განიხილა. შეწყალების აქტი 13 მსჯავრდებულ ქალბატონს და 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეეხო. 13 ქალბატონიდან საპატიმროს დღეს 12 დატოვებს” – განაცხადა ქორიძემ.

იტვირთბა....