ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტი ვეტოს დაძლევისთვის ემზადება

პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო განხილვას იწყებს. მარგველაშვილის  შენიშვნებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. ხვალ კი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პროცედურები გაგრძელდება.

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის არჩევის ე.წ. შერეული სისტემის დაუყოვნებლივ შეცვალასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის რეკომენდაციის მიხედვით, პროექტში ასევე გათვალისწინებულია ბონუსის სისტემის გაუქმება და გაუნაწილებელი მანდატების ყველა იმ პოლიტიკურ პარტიაზე პროპორციულად განაწილება, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 5%-ზე მეტს მიიღებს. ასევე, პრეზიდენტი მიუთითებს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული მანდატები განაწილდეს როგორც პარტიებზე, ასევე საარჩევნო ბლოკებზე.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის შენიშვნების მიხედვით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხზე გადასვლა უნდა მოხდეს ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედდების შემდეგ.

“ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“. – პრეზიდენტის ამ შენიშვნაში საუბარია აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მომწესრიგებელ კონსტიტუციურ ნორმაზე.
საპარლამენტო უმრავლესობა უკვე ვეტოს დაძლევისთვის მზადაა.

იტვირთბა....