ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ღმერთმა დამიფაროს „ნაციონალების“ აქციაში ოდესმე მონაწილეობა მივიღო”

„დემოკრატიული მოძრაობის და თავისუფალი საქართველოს“ ერთობლივი კანდინატი კახა კუკავა ტელეკომპანია „პირველზე“ განაცხადა, რომ არ ესწრებოდნენ გუშინ თბილისის საკრებულოსთან ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას, თუმცა მივიდნენ პუშკინის სკვერთან სადაც გააკეთეს განცხადება, რომ ფრაქციისთვის მიუღებელია 1 ლარად სახელმწიფო ქონების განიავება და ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის გადაცემა. მისი თქმით, ეს პრაქტიკა საქართველოში ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან დაიწყო, შემდგომში გაგრძელდა სააკავშილის მმართველობის პირობებში და გრძელდება დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც.
„ღმერთმა დამიფაროს „ნაციონალების“ აქციაში ოდესმე მონაწილეობა მივიღო. ჩვენთვის მიუღებელი არის 1 ლარად სახელმწიფო ქონების განიავება. სახელმწიფო ქონება არის 5 მილიონი ქართველის, საქართველოს ყველა მოქალაქის და საჩუქრად გადასცე სახელმწიფო ქონება რომელიმე ერთ პიროვნებას, მიუღებელია. როდესაც, საქართველოში შეიცვლება ხელისუფლება, ეს კორუფციული რეჟიმი, რომელიც დატოვებს ხელისუფლებას. ჩვენ უნდა დავაყენოთ ამ ყველა ამ ერთლარიანი გარიგებების რევიზიის საკითხი და სახლემწიფო ქონება დაბრუნდეს სახელმწიფო ბალანსზე. “

იტვირთბა....