საკრებულოსთან ოპოზიციის მიერ მოწყობილ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” წარმომადგენელი გაგა კახიანი ტვ “პირველის” ეთერში საუბრობს:
„მთავარია რას იფიქრებს საზოგადოება. ჩვენ ვცდილობთ ამ თემასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციის ამ დიდ ნიაღვარს დავუპირისპიროთ სწორი ინფორმაცია. „ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის გამორჩეული იყო რადიკალიზმით, დესტაბილიზაციით… განსაკუთრებით არჩევნებამდე ხდება უფრო თვალსაჩინო ეს. ამ გუნდს შეუძლია თავისი ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენონ. მათი პოზიცია სრულიად აცდენილია რეალობას, როცა ამბობენ , რომ 1 ლარად რაღაცის გადაცემა ხდება. პოლიტიკური სპექტაკლების დადგმის საშუალებას არ მივცემთ. შედეგი გამოჩნდება არჩევნებზე.“-განაცხადა კახიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საკრებულოსთან ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც აქციის 12 მონაწილე დააკავეს.
ოპოზიცია თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, სადაც პუშკინის ქუჩის ტერიტორიის მიმდებარე ნაწილი ბიძინა ივანიშვილის კომპანიას ერთ ლარად გადაეცა.