ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე პეტრე: დაე, ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა

საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება. მეუფე პეტრე ცაავას განცხადებით, რა საკითხები განიხილება სხდომაზე, მისთვის უცნობია. კითხვაზე, შეიძლება თუ არა მისი განკვეთის საკითხი დადგეს, პეტრე ცაავამ უპასუხა:

“დაე, ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა. სინოდზე განსახილველი საკითხები ცნობილი არ არის ჩემთვის პირადად. შევთხოვ უფალს, სულიწმინდა უძღოდეს წმინდა სინოდის სხდომას და ღირსეულად ჩატარდეს. მიუკერძოებლად და სამართლიანად გადაწყდეს ყველაფერი”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

როგორც მეუფეები აცხადებენ, ისინი მოულოდნელად გამოიძახეს სხდომაზე და შესაბამისად, სინოდი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებას მიიღებს.

იტვირთბა....