ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოგორიშვილი კობახიძისგან მოითხოვს, გაარკვიოს, ვინ გასცა საკრებულოს შენობის ბლოკირების ბრძანება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გაარკვიოს, თუ ვინ გასცა ბრძანება, ბლოკირებული ყოფილიყო თბილისის საკრებულოს შენობა:

“თუკი ვინმე ფიქრობს, რომ დღეს თბილისის საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს გიგა ბოკერია, ელენე ხოშტარია, ირმა ნადირაშვილი და ხათუნა გოგორიშვილი, ძალიან სცდება. დღეს თბილისის საკრებულოს შენობაში არ შეგიშვეს თქვენ, არ შეუშვეს არც ერთი აქ მსხდომი ადამიანი, პარლამენტის არცერთი წევრი. კონსტიტუციის 52-ე მუხლის მეექვსე პუნქტის შესაბამისად, მე მაქვს უფლება განვახორციელო ჩემი უფლებამოსილება. მე მაქვს უფლება, შევიდე საკრებულოს შენობაში. საკრებულოს სხდომა დანიშული იყო 16:00 საათზე, მაგრამ შენობა დილის 10:00 საათიდან იყო ჩაკეტილი. არავის ამის უფლება არ აქვს“, – მიმართა გოგორიშვილმა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

დედაქალაქის საკრებულოსთან აქციაზე რვა ადამიანი დააკავეს, -ინფორმაცია “მეტრონომს” შსს-ში დაუდასტურეს.
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სადაც მხოლოდ უმრავლესობა დარჩა, რადგან ოპოზიციამ სხდომა დატოვა, სულ ცოტა ხნის წინ პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორია კონკრეტულ კომპანიას 1 ლარად გადაეცა.

თბილისის საკრებულოში სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მარიკა დათუკიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან გასაუბრება სცადა. თუმცა თავდაპირვლად მას დაბრაზში მყოფმა დაცვის და სამაქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა ამის საშუალება არ მისცეს.

უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა დარბაზიდან ძალით გაიყვანეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ნადირაძე. მოგვინებით დათუკიშვილმა ალიბეგაშვილის მაგიდასთან მიახლოება სცადა. დათუკიშვილი ასევე შეეცადა თავმჯდომარის მიკროფონის გამოყენებას. თუმცა მას მიკროფონი გამოურთეს.

ამის შემდეგ კი ოპოზიციამ დემონსტრაციულად სხდომა დატოვა. საკრებულოს გარეთ სიტუაცია საკმაოდ დაძაბული იყო. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლაც გაიმართა.

იტვირთბა....