ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მსგავსი აქციები უნდა აღიკვეთოს

თბილისის საკრებულოს წინ განვითარებულ მოვლენებს საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა:

“რეალურად ეს არის არა 1-ლარიანი, არამედ რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია. მსგავსი აქციები უნდა აღიკვეთოს. პარლამენტის წევრს აქვს საკრებულოში შესვლის უფლება, თუმცა მათი მიზანი იყო სხდომის ჩაშლა. ეს იყო წინასწარ დაანონსებული და საკრებულოს გადაწყვეტილება იყო სწორი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სადაც მხოლოდ უმრავლესობა დარჩა, რადგან ოპოზიციამ სხდომა დატოვა, სულ ცოტა ხნის წინ პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორია კონკრეტულ კომპანიას გადაეცა.

რამდენიმე წუთის წინ თბილისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მარიკა დათუკიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან გასაუბრება სცადა. თუმცა თავდაპირვლად მას დაბრაზში მყოფმა დაცვის და სამაქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა ამის საშუალება არ მისცეს. დათუკიშვილის წინააღმდეგობის გაწევა სხვა ოპოზიციის დეპუტატებმა ბუხრაშვილმა და სამნიძემ გააპროტესტეს.

უსაფრთიხების სამსახურის წარმომადნელემა დარბაზიდან ძალით გაიყვანეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ნადირაძე. მოგვინებით დათუკიშვილმა ალიბეგაშვილის მაგდასთან მიახლოება სცადა. დათუკიშვილი ასევე შეეცადა თავმჯდომარის მიკროფონის გამოყენებას. თუმცა მას მიკროფონი გამოურთეს. ალიბეგაშვილის მაგიდასთან მისვლას სამნიძეც შეეცადა. სამინიძის განცხადებით დღევანდელი სხდომა უკანონოა და მისი დახურვის უფლება არ ჰქონდათ.

ამის შემდეგ კი ოპოზიციამ დემონსტრაციულად სხდომა დატოვა. საკრებულოს გარეთ სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო.

იტვირთბა....