aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიციამ თბილისის საკრებულოს სხდომა დატოვა: აქციაზე სიტუაცია დაიძაბა (LIVE)

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაპირისპირება საკრებულოსთან

Gepostet von მეტრონომი • Metronome am Dienstag, 10. Oktober 2017

რამდენიმე წუთის წინ თბილისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო.  ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მარიკა დათუკიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან გასაუბრება სცადა. თუმცა თავდაპირვლად მას დაბრაზში მყოფმა დაცვის და სამაქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა ამის საშუალება არ მისცეს.  დათუკიშვილის წინააღმდეგობის გაწევა სხვა ოპოზიციის დეპუტატებმა ბუხრაშვილმა და სამნიძემ გააპროტესტეს.

უსაფრთიხების სამსახურის წარმომადნელემა დარბაზიდან ძალით გაიყვანეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ნადირაძე. მოგვინებით დათუკიშვილმა ალიბეგაშვილის მაგდასთან მიახლოება სცადა. დათუკიშვილი ასევე შეეცადა  თავმჯდომარის მიკროფონის გამოყენებას. თუმცა მას მიკროფონი გამოურთეს. ალიბეგაშვილის მაგიდასთან მისვლას სამნიძეც შეეცადა. სამინიძის განცხადებით დღევანდელი სხდომა უკანონოა და მისი დახურვის უფლება არ ჰქონდათ.

ამის შემდეგ კი ოპოზიციამ დემონსტრაციულად სხდომა დატოვა. საკრებულოს გარეთ სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლაა.

შეგახსენებთ, საკრებულოს სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად  დაგეგმილია, რომ განიხილონ თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემაზე მსჯელობა.

საკრებულომ ორ ტერიტორიას ზონალური სტატუსი გასულ კვირას შეუცვალა. პუშკინის სკვერის მიმდებარედ, 1900 კვადრატულ მეტრზე მიწისქვეშა პარკინგის ასაშენებლად, თაბორის მთაზე 5000 კვადრატულ მეტრზე კი რეკრეაციული ზონის მოსარწყავად საჭირო საირიგაციო სისტემის განსათავსებლად. ამ ცვლილებას ოპოზიცია აპროტესტებს.

იტვირთბა....