ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოქტომბრის ბოლომდე თაბუკაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია

ოქტომბრის ბოლომდე თაბუკაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.
„ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 28 სექტემბრიდან ოქტომბრის ბოლომდე თაბუკაშვილის ქუჩაზე – ორბელიანის მოედნიდან ჭანტურიას ქუჩამდე მონაკვეთზე, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩიდან გაივლის პუშკინის ქუჩას, თავისუფლების მოედანს, რუსთაველის გამზირს, ჩაუხვევს ჭანტურიას ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას თაბუკაშვილის ქუჩაზე განაგრძობს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“- აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....