ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სერგო რატიანი საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს

“ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი საკრებულოს შენობაში საპატრულო პოლიციამ არ შეუშვა. მისი თქმით, მას ვერ განუმარტეს, რატომ არ შეუშვეს შენობაში:

რატიანი განმარტავს, რომ სამართალდამცველები უკანონო ბრძანებას ასრულებენ, რადგან ივანიშვილმა “თბილისი გადაიფორმოს”:

“დღეს ეს ხალხი, ვინც იცავს შენობას, არის მძევალი. ესენი ასრულებენ უკანონო ბრძანებას, რათა ივანიშვილმა გადაიფორმოს თბილისი და შიდა ეზო გაიკეთოს თბილისში. ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ საკრებულოს, ერთი წუთით ვაპირებდი ახლა შესვლას. ზემოთ ასვლასაც არ ვაპირებდი. ეს არის სამარცხვინო. ჩვენ სხდომას უნდა დავესწროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება კონსულტაციები და გადავწყვეტთ, ამ მარაზმს როგორ მოვუღოთ ბოლო” – განაცხადა რატიანმა.

დღეს დედაქალაქის საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული, რაც, სავარაუდოდ, ოპოზიციის დაანონსებულ აქციას უკავშირდება.

დღეს საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი საკითხი თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემაა. ოპოზიციის განცხადებით, ეს ტერიტორიები ბიძინა ივანიშვილს უნდა გადასცენ.

საკრებულოს სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული, კომისიები კი 10:30 საათიდან იწყება

იტვირთბა....