შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო ეხმაურება ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისნის რაიონში ერთ-ერთი ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მოქალაქე ნინო ნიკურაძე შსს-ს თანამშრომელია.
“ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან”, – აღნიშნულია განცხადებაში.