ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეკანოზის ძმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, მალხაზ მამალაძის საქმეზე გამოძიება ძარცვის მცდელობის მუხლით დაიწყო, – ინფორმაცია “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ მის ძმას, მალხაზ მამალაძეს, თავს დაესხნენ.

როგორც “მეტრონომს” თორნიკე მამალაძემ განუცხადა, დღეს, გამთენიისას, მის ძმასთან, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა, უცნობი პირი მივიდა, დააზუსტა იყო თუ ის არა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, რის შემდეგაც თანხის გამოძალვა სცადა. თუმცა მამალაძეების ძმამ უცნობი პირის მოგერიება და პოლიციაში დარეკვა მოახერხა:

“დაახლოებით დილის 6-ის ნახევარი იყო. ჩემი ძმა სახლში მარტო იმყოფებოდა, რაც დროსაც უცნობმა პირმა კარზე დაუკაკუნა. მანაც კარი გაუღო. როგორც ჩემი ძმა მიყვება, უცნობმა პიროვნებამ დააზუსტა იყო თუ არა ის მამა გიორგის ძმა, რაზეც ჩემმა ძმამ უპასუხა, რომ ის მამა გიორგი ძმა იყო, რის შემდეგაც მან მკლავებში ხელი მოუჭირა და გაურკვეველი ოდენობის თანხა მოსთხოვა. ამის შემდეგ, ჩემმა ძმამ ხელი ჰკრა ამ ბიჭს და სახლიდან გამოიქცა. დარეკა პოლიციაში და მოხდა რეაგირება”- აღნიშნა “მეტრონომთან” თორნიკე მამალაძემ.

იტვირთბა....