ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახი კალაძე – 34%, ზაალ უდუმაშვილი – 14%, ალეკო ელისაშვილი – 14% : “ედისონ რისერჩის” წინასაარჩევნო კვლევა

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით ამერიკულმა კვლევითმა კომპანია „ედისონრისერჩმა“ გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საველე სამუშაოები თბილისში ჩატარდა. გამოკითხულებიდან ყველა არის სრულწლოვანი და აქვს დედაქალაქში ხმის მიცემის უფლება.

კვლევის შედეგები შემდგე ნაირად გადანაწილდა:

კითხვაზე, “თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?” პასუხები ასეთია: კახი კალაძე – 34% ზალიკო უდუმაშვილი – 14% ალეკო ელისაშვილი – 14% ელენე ხოშტარია – 5% ირმა ინაშვილი – 2% გიორგი გუგავა – 2% კახა კუკავა – 1% გიორგი ვაშაძე – 1% თენგიზ შერგელაშვილი – თითქმის 1%; არ გადამიწყვეტია – 13% უარი პასუხზე – 7% არავის – 6%

კვლევაში მონაწილეთა 39%-ს აქვს მოლოდინი, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება. იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც მეორე ტურის მოლოდინი აქვთ, 70% ფიქრობს, რომ განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას კახი კალაძე მიიღებს. 34%-ის აზრით მეორე ტურში გადავა ზალიკო უდუმაშვილიც. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, შედეგები ასეთია:

ალეკო ელისაშვილი – 21% ელენე ხოშტარია – 9% ირმა ინაშვილი – 4% კახა კუკავა – 3% გიორგი გუგავა – 2% თენგიზ შერგელაშვილი – 1% გიორგი ვაშაძე – 1% მონაცემების საერთო ჯამი 100%-ს აჭარბებს. ეს არ არის შეცდომა, რესპონდენტები ერთდროულად ორ კანდიდატს ასახელებდნენ, რომლებიც, მათი აზრით, მეორე ტურში გადასვლას მოახერხებდნენ, სწორედ ამიტომ პროცენტული ჯამი 100-ზე მეტია. კითხვაზე, “მერობის რომელ კანდიდატს არ მისცემდით ხმას არანაირ ვითარებაში, იმ შემთხვევაშიც კი, თქვენი ფავორიტი კანდიდატი რომ არ იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას,” გამოკითხულთა პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა: ირმა ინაშვილი – 29% ზალიკო უდუმაშვილი – 24% ელენე ხოშტარია – 23% გიორგი გუგავა – 23% თენგიზ შერგელაშვილი – 21% კახა კუკავა – 20% გიორგი ვაშაძე – 20% კახი კალაძე – 19% ალეკო ელისაშვილი – 9% რაც შეეხება პარტიების რეიტინგს, კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს შემდეგი კითხვა დაუსვეს – “თბილისის საკრებულოს არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?” შედეგი ასეთია:

“ქართული ოცნება” – 36% “ნაციონალური მოძრაობა” – 12% “ევროპული საქართველო” – 8% “ლეიბორისტული პარტია” – 5% “პატრიოტთა ალიანსი” – 4% “დემოკრატიული მოძრაობა” – 1% “ახალი საქართველო” – 1% “რესპუბლიკური პარტია” – 1% არ გადამიწყვეტია – 15% უარი პასუხზე – 8% არავის – 9% რაც შეეხება შეკითხვას, “რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას?” “რომელი პარტიისთვის არც კი განიხილავთ ხმის მიცემას არანაირ ვითარებაში?” შედეგები ასე გადანაწილდა: “ნაციონალური მოძრაობა” – 32% “პატრიოტთა ალიანსი” – 27% “ლეიბორისტული პარტია” – 22% “ევროპული საქართველო” – 21% “დემოკრატიული მოძრაობა” – 20% “რესპუბლიკური პარტია” – 20% “ქართული ოცნება” – 19% “ახალი საქართველო” – 18%

კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა პირებმა მოქმედ მერზე დავით ნარმანიაზე დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს: ძალიან მომწონს – 2% გარკვეულწილად მომწონს – 23% გარკვეულწილად არ მომწონს – 27% ძალიან არ მომწონს – 41% მსგავსი შეკითხვა დაისვა თბილისის ყოფილ მერზე, გიგი უგულავაზეც: ძალიან მომწონდა – 13% გარკვეულწილად მომწონდა – 36% გარკვეულწილად არ მომწონდა – 20% ძალიან არ მომწონდა – 22% გამოკითხულთა 64% დანამდვილებით აპირებს თბილისის მერის არჩევნებზე ხმის მიცემას: სავარაუდოდ კი – 19% სავარაუდოდ არა – 6% დანამდვილებით არა – 5%

რესპოდენტთა 66% კი აცხადებს, რომ 2014 წელსაც მიიღო მონაწილეობა თბილისის მერის არჩევნებში. 74% ამბობს, რომ ხმა მისცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც – ანუ გამოკითხვაში მონაწილე ამომრჩევლები საკმაოდ დიდი აქტიურობით გამოირჩევიან. ამასთანავე 63% ფიქრობს, რომ მთლიანობაში ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის ასე. 22% კი ამბობს, რომ ქვეყნის განვითარების გეზი სწორია. 15%-მა არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე.

ცნობისთვის, „მეტრონომმა“ საიტზე გამოკითხვა თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ჩაატარა – ვის ისურვებდით თბილისის მერად?

წინასაარჩევნო გამოკითხვა საიტზე მიმდინარე წლის 23 აგვისტოს დაიწყო და 5 ოქტომბერს დასრულდა.

ვის ისურვებდით თბილისის მერად? შედეგები „მეტრონომზე“ შემდეგნაირად გადანაწილდა:

კახა კალაძე (29%, 28,860 ხმა), ალეკო ელისაშვილი (27%, 27,561 ხმა), ზაალ უდუმაშვილი (14%, 14,484 ხმა), ელენე ხოშტარია (14%, 14,270 ხმა), არცერთი (14%, 13,865 ხმა), კახა კუკავა (1%, 597 ხმა), ირმა ინაშვილი (1%, 517 ხმა), არ მივალ არჩევნებზე (407 ხმა), თენგიზ შერგელაშვილი (0%, 150 ხმა).

გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. GOOGLE-ANALYTICS-ის მონაცემებით, ასაკობრივი ზღვარი პროცენტების მიხედვით ჩვენ საიტზე შემდეგნაირად ნაწილდება: 100%-დან, 27% 18 დან 24 წლამდე ადამიანია, 33% – 25-დან 34-წლამდე, 15% – 35-დან 44 წლამდე, 12% – 45-დან 54-წლამდე, 5% – 55-დან 64-წლამდე, 5% – 65 წლის ზევით საქართველოს მოქალაქეებმა შეადგინეს.

იტვირთბა....