რუმინეთის დედაქალაქში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 63-ე სესია გრძელდება. შეხვედრას 50 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოს დელეგაციაც ესწრება.
თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, ქართულმა მხარემ ყველა ტრიბუნა უნდა გამოიყენოს საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ხასგასასმელად.
„ყველა საერთაშორისო ფორმატის გამოყენება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა დაფიქსირდეს, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. რუსეთმა მოახდინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და ვფიქრობ, სწორედ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობით და პრინციპული პოზიციით ყველა ტრიბუნა უნდა იქნეს გამოყენებული, მათ შორის, როგორიცაა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა. უნდა მოხდეს ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კონსოლიდაცია, რომ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა, რადგან მთელმა მსოფლიომ იცხოვროს წესებზე დაფუძნებულ მსოფლიოში, სადაც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს, ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, სადაც საზღვრები არის საერთაშორისო ნორმებით აღიარებული“, – განაცხადა ლევან იზორიამ.