ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი დადებითად ეხმიანება პრეზიდენტისა და პარლამენტის მზაობას რელიგიის თავისუფლების მუხლზე მსჯელობის განახლებას. სპეციალურ განცხადებას TDI ავრცელებს.
“კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა ექვსი საფუძვლით გახდა შესაძლებელი, მათგან სამი კრიტერიუმი კი არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს და სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერი ჩარევის რისკს წარმოშობს.” აღნიშნულია განცხდებაში.
პრეზიდენტის პარლამენტისთვის წარდგენილ 4 პუნქტიან შეთავაზებაში ეს ნაწილი ვერ მოხვდა, თუმცა ანა დოლიძე და ირაკლი კობახიძე მზად არიან ამ თემაზე დისკუსია გააგრძელონ.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების სტანდარტების გაუარესება დაუშვებელია.