ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლევან იზორია: თავდაცვის ბიუჯეტი 10 მილიონით გაიზრდება

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 10 მილიონით გაიზარდა. ამის შესახებ აცხადებს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. მან ასევე კომენტარი გააკეთა ფრანგული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ანტისაჰაერო სისტემის შესახებ, რომლის შესაძენად წელს ფინანსური რესურსები ამოიწურა.

“ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, არის ერთი კონკრეტული პროექტი, რომელიც ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვისთვის იყო 4 წლით გათვალისწინებული. ეს თანხები წელს ამოიწურა, მაგრამ ის თანხა, რაც ბიუჯეტში უშუალოდ თავდაცვის უწყებისთვის იყო გათვალისწინებული და შეადგენდა 670 მილიონს, 10 მილიონით გაიზარდა და შემდეგ წელს იქნება 680 მილიონი. ასე რომ, ჩვენ ნატო-ს მთავარ სტანდარტს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იყოს თავდაცვის ბიუჯეტისთვის გათვალისწინებული არა მხოლოდ ვაკმაყოფილებთ, არამედ კიდევ უფრო ვზრდით. ასევე, ნატო-ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტანდარტს, რომ შეიარაღებისთვის იყოს 15-დან 20%-მდე მიმართული თავდაცვის ბიუჯეტიდან, ასევე დავაკმაყოფილებთ მომავალში. წელს გვქონდა 3-ჯერ მეტი ზრდა ამ მიმართულებით, ხოლო ამ დამატებითი თანხით გვექნება უკვე ამბიცია, რომ ნატო- ს ამ სტანდარტს თანმიმდევრულად შემდგომი 3 წლის განმავლობაში მივუხლოვდებით”, – განაცხადა იზორიამ.

იტვირთბა....