მეზღვაურ სოსლან კაკაბაძის სასამართლო ლიბიაში არსებული შეტაკებების გამო ჭიანურდება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენელის გრიგოლ მაღრაქველიძის განცხადებით, ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურის მდგომარეობას ოფიციალური თბილისი ინტენსიურად აკონტროლებს.
მაღრაქველიძის განმარტებით, სოსლან კაკაბაძის სასამართლო ჭიანურდება ადგილობრივი შეტაკებების გამო. უფრო ზუსტად, ციხიდან პატიმრის სასამართლოში გადაყვანა საფრთხის შემცველია.
„საფრთხიდან გამომდინარე, ლიბიური მხარე თავის თავზე ვერ იღებს პატიმრების ტრანსპორტირებას, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. სოსლან კაკაბაძის მონახულება რამდენჯერმე მოხდა. უნგრეთის საელჩოს ვთხოვეთ დახმარება და მათი წარმომადგენლები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ სოსლან კაკაბაძესთან. დაკავებულს მიაწოდეს პირველადი მოხმარების ნივთები, მოთხოვნის შესაბამისად და მას ყავს ადვოკატი. ეკიპაჟის წევრებს, მათ შორის კაკაბაძეს ბრალი ედებათ ნავთობის კონტრაბანდაში”, – განაცხადა გრიგოლ მაღრაქველიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს დაკავებული მეზღვაურის, სოსლან კაკაბაძის ოჯახი ამდრომდე სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. მეზღვაურის მეუღლის განცხადებით, 10 დღის წინ მოახერხეს სოსლან კაკაბაძესთან დაკავშირება. პატიმარი ციხეში უმძიმეს პირობებშია. ოჯახისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მურმან კაკაბაძე ცოცხალია.