იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის ვეტოში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მხოლოდ მმართველი გუნდის შეთავაზებული ორი საკითხი არ იქნება ასახული – ვეტო დაიძლევა. აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.
„საკონსტიტუციო ცვლილებები ვენეციის კომისიამაც აღიარა და საბოლოო დასკვნაშიც დადებითად არის შეფასებული. პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს წარმატებულ საქმიანობას ვულოცავ. ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი სამი მოსმენით დავუჭირეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ის თითოეულ მოქალაქეს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგება.
რაც შეეხება ორ პირობას, რომელიც ვენეციის კომისიასთან ჩვენ აღებული გვაქვს და რასაც საქართველოს პრეზიდენტიც ეთანხმება, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ამ ორ საკითხზე ოპოზიციური პარტიების დარწმუნება ვერ მოახერხა. ამიტომ, ჩვენ ამ პირობას ახალი საკანონმდებლო ინიციატივის გზით აუცილებლად შევასრულებთ. პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდებით, თუ ვეტოში მხოლოდ ეს ორი საკითხი ასახული არ იქნება მაშინ ვეტო დაიძლევა“ – აღნიშნა თალაკვაძემ.