ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: თარხან ბათირაშვილი სირიაში შეტევისას მოკლეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ შიშანი სირიაში შეტევის დროს მოკლეს. უწყების მტკიცებით, ერაყის საზღვრის მახლობლად მდებარე დასახლებაში ისლამური სახელმწიფოს მართვის პუნქტი გაანადგურეს. ლიკვიდირებულია 30-ზე მეტი მებრძოლი. მათ შორის დაჯგუფების გავლენიანი საველე მეთაურები: აბუ ომარ ალ შიშანი, ალია-უდინ ალ შიშანი და სალაჰ-უდინ ალ შიშანი.

შეგახსნებთ, რომ ერაყში თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ ცნობა ჯერ კიდევ 2016 წლის მარტში პენტაგონმა გაავრცელა. მაშინ ეს ინფორმაცია “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმაც დაადასტურეს.

იტვირთბა....