ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში ორი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში, ორი შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილე ბადრი პაქსაძე ამბობს, რომ მათთან შეტყობინება დაახლოებით, საათ-ნახევრის წინ შევიდა. ორივე მამაკაცს ჭრილობები ბარძაყის არეში აღენიშნება. დაზარალებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი.

შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.

იტვირთბა....