ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი ნაწილობრივ დაიხურა

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის საქმის სასამართლო პროცესი ნაწილობრივ დაიხურა. სხდომის დახურვის შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე დაცვის მხარემ დააყენა.

სხდომის დახურვის მიზეზი აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გახდა. ადვოკატებმა სასამართლოზე ექსპერტების შუალედური დასკვნა წარადგინეს და აღნიშნული დოკუმენტის საქმეში მტკიცებულებად დართვა მოითხოვეს.

როგორც ადვოკატმა ლილი გელაშვილმა აღნიშნა, დასკვნა მოიცავს ოთარ აბესაძის პერსონალურ მონაცემებსა და ინფორმაციას, რაც საჯარო არ უნდა იყოს.

დაცვის მხარის შუამდგომლობას პროცესის ნაწილობრივ დახურვის თაობაზე პროკურორი ირაკლი მარშანიაც დაეთანხმა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ახლა მხარეები ექსპერტიზის დასკვნაზე დახურულ სხდომაზე მსჯელობენ.

იტვირთბა....