ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეტალები: რა არ მოეწონა ვენეციის კომისიას საქართველოს ახალ კონსტიტუციაში

კომისია მიესალმება ქვეყნის გადასვლას საპარლამენტო მოდელზე, ანუ ამის მცდელობას, თუმცა სახეზეა რამდენიმე მნიშვნელოვნად კრიტიკული საკითხი, რომელიც გამოსასწორებელია,-ამის შესახებ განცხადება ვენეციის კომისიის პლენარული სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვის შემდეგ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააკეთა:

“პირველ რიგში ეს ეხება პროპორციული არჩევნების სისტემის გადადებას 7 წლით. ხარვეზების სწრაფად გასასწორებლად ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა, რადგან პრეზიდენტის ვეტო ჯერ წერის პროცესშია. შესამისად კიდევ რამდენიმე დღეა, რომ ოპოზიცია და საპარლამენტო უმრავლესობა შეთანხმდეს და კონსტიტუციაში არსებული ხარვეზები სწრაფად გამოსწორდეს,”- განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის პლენარულ სესიაზე საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით დასკვნა განიხილეს.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ვენეციის კომისიაში შეხვედრები გამართეს.

26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო.

იტვირთბა....