ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მიქაელ ბოტკოველი: საპატრიაქროს მასალები არ ჰქონია, შესაბამისად, ჩვენგან ვერც გავიდოდა

პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი, გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დეკანოზის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციამ საპატრიარქოდან გაჟონა, ჟურნალისტებთან პასუხობს:

“ეს არის აბსოლუტური სიბეცე, რომ შეიძლება საპატრიარქოდან გასულიყო მასალა.
საიდან შეიძლება საპატრიარქოს ჰქონოდა ეს ინფორმაცია. ჩვენ მხარეს არ წარმოვადგენდით, ჩვენ არ გვქონდა უფლება მოგვეთხოვა მასალები, შესაბამისად არც მოგვითხოვია.

მოვრჩეთ ამ თემებზე საუბარს, განაჩენი გამოტანილია, ვინც არ ეგუება ამ განაჩენს, ეს მათი პრობლემაა. ჩვენ მივიღეთ შედეგი ის რაც დადგა, აქედან გამომდინარე ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვაქვს უნდობლობა გამოვუცხადოთ იმ შედეგს, რაც დადგა”, – აცხადებს მიქაელ ბოტკოველი.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ დეკანოზ მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

იტვირთბა....