ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ესპანეთის მთავრობამ კატალონიის საპარლამენტო სესია გააუქმა

კატალონიის ავტონომიის რეგიონული მთავრობა მომავალ ორშაბათს, საპარლამენტო სესიაზე დამოუკიდებლობის გამოცხადებას გეგმავდა. ამასთან დაკავშირებით, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის ორშაბათს დაგეგმილი სესია შეაჩერა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, მარიანო რახოი კი კატალონიის მეთაურს, კარლეს პუიჩდემონს მოუწოდებს, დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს და უარი თქვას დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე.

შეგახსნებთ, კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 1-ელ ოქტომბერს ჩატარდა. რეფერენდუმს მხარს არ უჭერს ესპანეთის მთავრობა და მას არაკონსტიტუციურად აცხადებს. კატალონიის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. რეფერენდუმში მონაწილეობა 2,2 მილიონმა ადამიანმა მიიღო, უმრავლესობამ კი ხმა დამოუკიდებლობის გამოცხადებას მისცა.

იტვირთბა....