კახა კალაძე მერობის დამოუკიდებლ კანდიდატს ალეკო ელისაშვილის შეთავაზებაზე კომენტარს აკეთებს. “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი უარყოფს, რომ ოდესმე უარი უთქვამს კონკურენტებთან დებატებზე. კახი კალაძემ ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
„ფეხბურთს, პოლიტიკას, არჩევნებს და ზოგადად ყველაფერს აქვს წესი. შესაბამისად, როდესაც ის ამბობს, რომ მიწვევს დებატებში, დაახლოებითი რეიტინგები ხომ არსებობს? რეიტინგების მიხედვით თუ უნდა ვიმსჯელოთ, მაშინ უნდა დავჯდე ზაალ უდუმაშვილთან. შესაბამისად, პატივს ვცემ ყველა კანდიდატს. მზად ვარ შვიდივესთან ერთად დავჯდე. ჩვენ არასდროს გვითქვამს დებატებზე უარი”, – აცხადებს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ალექსანდრე ელისაშვილმა “Facebook”-ით ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც კახა კალაძე ტელედებატებში გამოიწვია. ელისაშვილის განცხდებით, ის მზადაა ნებისმიერ არხსა თუ ფორმატში კალაძესთან დებატების გასამართად.