ამერიკელი სტივენ პედოკის, რომელმაც ლას-ვეგასის ფესტივალზე ცეცხლი გაუხსნა ადამიანებს, 62 წლის მეგობარი მერილ დენლი ტრაგედიის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
“ტრაგედიამდე, მას ჩემთვის ისეთი არაფერი უთქვამს, რომ ეჭვი გამჩენოდა. მინიშნების მსგავსიც კი არ ყოფილა რამეზე, რომ ის ასეთ სასწაულს ამზადებდა.” – აცხადებს “ასოშეით პრესთან” პედოკის მეგობარი ქალბატონი.
მისი თქმით, პედოკი იყო, მშვიდი, გაწონასწორებული და კეთილი ადამიანი.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 2 ოქტომბრის ღამეს, 64 წლის სტივენ პედოკმა, ლას-ვეგასში, თავისი ნომრიდან ცეცხლი გაუხსნა ფესტივალ Route 91-ის მონაწილეებს, რის შედეგადაც 59 ადამიანი დაიღუპა და 527 დაშავდა.