aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ვინ თქვა, რომ პატრიარქს ანდერძი აქვს”: ნანა კაკაბაძე “მეტრონომთან” საპატრიარქოში ჩანერგილებზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაპატიმრებული დეკანოზის მეგობარმა და საპატრიაქროს დაცვის ყოფილმა წევრმა, ტარას შავშიშვილმა, “რუსთავი 2”-ის ეთერში, “ნანუკას შოუში” ე.წ. ციანიდის საქმის გარშემო ისაუბრა.

მისი თქმით, პატრიაქრის დაცვის ყოფილ უფროსს, სოსო ოხანაშვილს პატრიაქის ანდერძზე მიუწვდებოდა ხელი და მხოლოდ მას შეეძლო პატრიაქის შემდეგ ანდერძის გახსნა და ნახვა.

“ოხანაშვილი არავის მისცემდა უფლებას ანდერძი შეეცვალათ. ამიტომ ჩამოიშორეს” – განაცხადა შავშიშვილმა გადაცემაში.

მისივე თქმით, ანდერძის შეცვლით პატრიაქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილია დაინტერესებული.

“მეტრონომი” მეორე მხარის პოზიციის მოსასმენად (რადგან გადაცემაში ცალმხრივად, მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია იყო წარმოდგენილი), შორენა თეთრუაშვილთან დაახლოებულ პირს, უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს დაუკავშირდა:

“მეტრონომი”: ტარას შავშიშვილი “რუსთავი 2”-ის ეთერში საუბრობდა იმის შესახებ, რომ შორენა თეთრუაშვილს ანდერძის შეცვლა შეუძლია და სოსო ოხანაშვილი იმიტომ მოიშორეს, რომ მხოლოდ მას ეხებოდა ანდერძის გახსნა და დაცვა. რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ, პატრიაქრის ანდერძის შესახებ და ვის აქვს მისი გახსნის და ნახვის უფლება?

ნანა კაკაბაძე: მე არ ვიცი ნანუკა ჟორჟოლიანს რა მიზანი ჰქონდა, მაგრამ მის გადაცემაში რაც ითქვა, ყველაფერი ტარას შავშიშვილის და მათი მომხრეების საწინააღმდეგო გამოვიდა. შავშიშვილმა თქვა, რომ თურმე ოხანაშვილი ერთადერთი პირი იყო, რომელსაც ანდერძზე და იმ ადგილის გასაღებზე ჰქონდა წვდომა, სადაც ანდერძი ინახებოდა. გეკითხებით, თუ იცნობთ სამოქალაქო ან საეკლესიო კანონს, სადაც საუბარია, რომ  თუნდაც პრემიერის, პრეზიდენტის, პატრიარქის ან რიგითი მოქალაქის დაცვას უფლებამოსილება აქვს, რომ ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან ჰქონდეს წვდომა?!  ანუ, ტარას შავშიშვილმა ამით თქვა, რომ დაცვას, ანუ სოსო ოხანაშვილს ჰქონდა უზურპირებული ის უფლება, რომელიც მისთვის არც კანონს მიუნიჭებია და არც-პატრიარქს. მაშინ როცა იერარქია არსებობს და დაცვა საერთოდ არ არის საპატრიარქოს თანამშრომელი, სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელია და ოთახში შესვლის უფლებაც არ აქვს, დაცვის წევრ სოსო ოხანაშვილს რატომ ექნებოდა ანდერძის გახსნის უფლება?!

დაცვაზე წინ დგას სინოდი, მღვდელმთავრები, საპატრიაქროს შტატი, ადმინისტრაცია და არა-დაცვა, რომელიც საერთოდ არ წარმოადგენს საპატრიარქოს. ან საიდან მოიტანა შავშიშვილმა, რომ პატრიარქს საერთოდ ანდერძი დაწერილი აქვს?! გამოდის, რომ თვითონ გეგმავდნენ ანდერძის შექმნას, ან-შეცვლას. ამის დემონსტრირება მოხდა გუშინ გადაცემაში.

– გადაცემაში ტარას შავშიშვილმა ასევე გააჟღერა, რომ ანდერძის შინაარსი შეიძლება შორენა თეთრუაშვილმა შეცვალოს. მიუწვდება ხელი შორენა თეთრუაშვილს ამგვარ დოკუმენტებზე?

– ამას პატრიარქი განსაზღვრავს, მისი შტატიდან ვის მიუწვდება ხელი ანდერძზე. როგორ შეიძლება ის მხოლოდ ერთი პირის ხელში აღმოჩნდეს?! იქ კომისიური გახსნა უნდა მოხდეს – იქნებ სეიფში ანდერძის გარდა პატრიარქს რა დოკუმენტები და მასალები უდევს?! ან საერთოდ, ვინ თქვა, რომ პატრიარქს ანდერძი აქვს, რატომ ოცნებობენ პატრიარქის ანდერძსა და მის შეცვლაზე?! ისინი (ოხანაშვილი და შავშიშვილი) პატრიარქს იცავდნენ თუ მის შეცვლას გეგმავდნენ ?!

ან ტარას შავშიშვილის ნდობა როგორ შეიძლება, ვინ არის, არ ვიცით?! ახალაიების გუნდის წევრი, შაშკინის მოადგილე და საპატრიარქოში ჩანერგილი პირი! ” – განაცხადა “მეტრონომთან” ნანა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ეთერში,  გადაცემა “ნანუკას შოუში”, 53-ე სკოლის ყოფილმა დირექტორმა, დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარმა და პატრიარქის დაცვის ყოფილმა წევრმა ტარას შავშიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმის გარშემო ისაუბრა. მისი თქმით, დეკანოზ მამალაძის დაკავება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ორგანიზებით მოხდა და ეს დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ჩამოშორების გეგმას უკავშირდებოდა.

იტვირთბა....