როგორც BBC იტყობინება ერაყის სამთავრობო ძალებმა ხელში ჩაიგდეს ჰავიჯა, ISIS-ის ერთ-ერთი ბოლო ანკლავი. გამოცემის ინფორმაციით, ISIS-ის 196 მებრძოლი განადგურებულია და 98 სოფელი – აღებული.
შეგახსენებთ, საუბარია იმ ტერიტორიებზე, რომლებიც 2014 წლის შემდეგ იყო ISIS-ის კონტროლის ქვეშ იყო და იქ ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობდა.
BBC-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ერაყში ჯიჰადისტების ხელში მხოლოდ ერთი ტერიტორია, თუმცა მებრძოლები კვლავ ინარჩუნებენ პოზიციებს სირიაში.