ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავში 12 წლის გოგოს თავდასხმაში ეჭვმიტანილი 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს

რუსთავში, 12 წლის გოგონას მიმართ ძალადობისა და ცემის ფაქტზე ეჭვმიტანილი დააკავეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით არის აღძრული, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

უწყებაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი გუშინ საღამოს დააკავეს და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

შეგახსენებთ, რუსთავში, ოჯახის ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცმა 12 წლის გოგონას, სადარბაზოსთან, პირზე ხელი ააფარა და კორპუსის სარდაფში ძალის გამოყენებით ჩაიყვანა. ფაქტი რუსთავში XIX მიკრო-რაიონში დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.

“40 წლამდე მამაკაცმა 12 წლის ბავშვი სცემა. ბავშვი ყვიროდა, რომ ჩავიდნენ მამაკაცი ისე გაიქცა რომ მისი იდენტიფიცირება ვერ მოახერხეს”- აცხადებენ თვითმხილველები.

იტვირთბა....