საბედნიეროდ, თუშეთში, ზვავებს შორის დარჩენილი მოსახლე ლევან სულაკაური სტიქიის ადგილიდან უვნებლად გამოიყვანეს.
დილისთვის გზა გაწმინდეს და ჩარჩენილმა მამაკაცმა, რომელიც ჩამოწოლილ ზვავებს შორის საკუთარი ავტომანქანით მოყვა, გზა გააგრძელა.
შეგახსენებთ, ორი ზვავი გუშინ ჩამოწვა, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრები ლევან სულაკაური გადაადგილებას ვერც ერთი მიმართულებით ვერ ახერხებდა.
იტვირთბა....