საინტერესო და კონსტრუქციულ შეხვედრად აფასებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი გიორგი მარგველაშვილისა და “ქართული ოცნებას” შირის დიალოგს. განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ საჭიროების შემთხვევაში მმართველ გუნდს პრეზიდენტი ისევ შეხვდება.
“ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი შედგა საქართველოს პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის. ცხადია, შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა იმ ორ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია საკონსტიტუციო ცვლილებებთან და საზოგადოებამ უკვე კარგად იცის. საკონსტიტუციო საკითხებხე საქართველოს პრეზიდენტი აგრძელებს კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის ცხადია, მივუბრუნდებით ამ საკითხებსაც მომავალში. უახლოეს დღეებში პრეზიდენტის და მისი გუნდის მხრიდან არ დააკლდება მცდელობები იმ მოქმედებებს, რომ უფრო მეტად იყოს დაახლოებული პოზიციები. საჭიროების შემთხვევაში შეხვედრა შედგება ყველასთან, მათ შორის მმართველ პოლიტიკურ გუნდთან. დღევანდელი კონსტრუქციული შეხვედრის შემდგომ ცხადია, კომუნიკაცია გრძელდება აღნიშნულ საკითხებზე”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.