ახალი ამბები მთავარი სამართალი

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

დღეს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ “გურიის მოამბე” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრალდებული გოჩა გაფრინდაშვილის მიმართ წარმოებული საქმე დასრულდა და მას ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ვერ წარუდგინეს.

როგორც სასამართლო პროცესზე მოწმეებმა განაცხადეს, მათ ვერ მოახერხეს ბრალდებულის ამოცნობა. ხოლო რაც შეეხება სასამართლომდე გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებებსა და დაკითხვის ოქმებს, მოწმეთა მტკიცებით ისინი არ შეესაბამება სიმართლეს. ყველა მოწმემ სასამართლო პროცესზე დაკითხვისას, უარყო გოჩა გაფრინდაშვილის ამ საქმესთან რაიმე სახით კავშირი.

გამოცემის ინფორმაციით, პროკურორმა პროცესზე განაცხადა, რომ მოწმეებთან ბრალდების მხრიდან მიაგზავნეს უცნობი პიროვნება, რომელმაც ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა მათზე და აიძულა ჩვენებები შეეცვალათ.

მოსამართლემ ადგილზე თათბირით მიიღო გადაწყვეტილება და ბრალდებული გოჩა გაფრინდაშვილი უდანაშაულოდ სცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მან პირდაპირ მტკიცებულებათა არ არსებობის საფუძველზე გამოიტანა.

ცნობისთვის, 2017 წლის 12 თებერვალს, ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუს ტერიტორიაზე “ბახვი ჰესის” თანამშრომელი გია კილანავა ავტომატური იარაღიდან მრავალმხრივი გასროლით დაჭრეს. მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, პოლიციამ მოგვიანებით ოზურგეთშიუ მცხოვრები გოჩა გაფრინდაშვილი დააკავა და მას ბრალი მომ,ხდარში ოფიციალუირად წაუყენა.

წყარო: გურიის მოამბე

იტვირთბა....