ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“არსებობს გარკვეული გარემოებები, რაც სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას აფერხებს”   

უკრაინის გენერალური პროკურატურის იური ლუცენკოს განცხადებით, არსებობს გარკვეული გარემოებები, რაც ოდესის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას აფერხებს.

უკრაინული მედიის გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელმა იური ლუცენკომ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ უკრაინელი სამართალდამცველები ატარებენ შემოწმებას, ნამდვილად არის თუ არა სააკაშვილი ბრალდებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მოიცავს. „ცხადია, პასუხი იქნება – კი“ – განაცხადა ლუცენკომ.

„ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხს ხელს ასევე ის გარემოება უშლის, რომ  სააკაშვილმა უკრაინის საზღვრის უკანონო კვეთის შემდეგ, განაცხადი შეიტანა შსს-ის საიმიგრაციო სამსახურში, რაც ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებებით, ხელს უშლის ექსტრადიციას. ეს ყველაფერი სათანადოდ იქნება შესწავლილი და იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ პასუხს საფუძვლად დაედება“, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

მისი განმარტებით, აღნიშნული პროცედურას  რამდენიმე დღე დასჭირდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი პროკურატურა რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებს.

იტვირთბა....