ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: კახი კალაძეს ვიწვევ საჯარო დებატებში

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატ კახა კალაძეს დებატებში იწვევს – ამის შესახებ მან დღეს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე გადავწყვიტე ყოველგვარი შუამავლების, მიკიბ-მოკიბვის გარეშე, მივმართო “ქართული ოცნების” შტაბს, ჩემს კონკურენტს “ქართული ოცნებიდან”, კახი კალაძეს და მე მას ვიწვევ პირდაპირ ღია საჯარო დებატებში,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ის მზად არის ნებისმიერ არხზე და ნებისმიერ ფორმატში კახა კალაძესთან იდებატოს.

„მე მიმაჩნია, რომ თბილისის მოსახლეობა, მოქალაქეები იმსახურებენ იმას, რომ კანდიდატები მუშტი-კრივზე კი არ ესაუბრებოდნენ, არამედ ესაუბრებოდნენ იმის შესახებ, თუ რას ვუპირებთ ჩვენ ამ ქალაქს. როგორ უნდა ვუშველოთ ამ ჯოჯოხეთურ საცობებს, რომლებშიც ყველა დავიტანჯეთ, რა უნდა ვუქნათ ამ მოშხამულ ჰაერს, შემცირებულ გამწვანებას,მონჯღრეულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მე მზად ვარ, დებატების დროს, დავასაბუთო როგორ გადავარჩენთ მე და ჩემი გუნდი ამ ქალაქს საშინელი პრობლემებისგან,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ის კალაძის პასუხს დაელოდება.

იტვირთბა....