ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“მაქვს დასაბუთებული ეჭვი, ჩემზე თავდასხმა სააკაშვილის მიერაა მოწყობილი”

საქალაქო სასამართლოში, 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე განხორციელებულ თავდასხმის საქმეზე, სასამართლო პროცესზე შესვლამდე, ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა განცხადება გააკეთა.  მისი თქმით, პირადად მასზე თავდასხმას ორგანიზატორი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, ხოლო
იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, მისი ბრძანების შემსრულებელია.

“ეს იყო თავდასხმა ნახევრად სამხედრო ფორმაში გადაცმული ადამიანების, რომლებიც სახეს არ მალავდნენ. მათ ჰქონდათ გასაშლელი ლითონის ხელკეტები, რომლითაც ყოველგვარი განმარტებების გარეშე დამესხნენ თავს. ძირს დამაგდეს და 10-ზე მეტი კაცი მირტყამდა. მე პირველივე დაკითხვაზე განვაცხადე – მაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს თავდასხმა მიხეილ სააკაშვილის მიერაა მოწყობილი. ეს უკავშირდება ჩემს შესვლას პარლამენტის შენობაში, როდესაც 7 ნოემბერს მიტინგი დაარბიეს და გაზი გაუშვეს. სამთავრობო დაცვა გაიქცა, არ იყო უზრუნველყოფილი დაცვის საშუალებები გაზისგან, უკან მიყვა მომიტინგეთა მცირე ნაწილი, მათ შორის მეც. მაღლა ვიდექით კიბეებზე, როცა შიგნით შევედით პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გამოვიდა და დიალოგის დაწყება შევთავაზე, ვინაიდან ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი შეურაცხადი იყო და 9 აპრილს უწყობს საკუთარ ერს. როგორ ჩანს, სააკაშვილმა ჩათვალა, რომ მე და ბურჯანაძე შეთქმულებას ვუწყობდით”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, კობა დავითაშვილს, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს, რის გამოც ის საავადმყოფოში იმყოფებოდა.

იტვირთბა....