არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საკადრისი პასუხი უნდა გასცეთ ყველას აღვირახსნილ ქმედებას”: ბუტა რობაქიძის დედა პრემიერს მიმართავს (ფოტოები)

გუშინ, დედაქალაქის მერიის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებს ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი ეხმაურება.

“ბატონო გიორგი, საკადრისი პასუხი უნდა გასცეთ ყველას. თუნდაც იმაში, რაც გუშინ ჩაიდინეს. მთელი გამწვანება მოსპეს მერიის წინ, ყველას უნდა აგებინოთ პასუხი მათ აღვირახსნილ ქმედებაზე”. – ამბობს ია მეტრეველი.

ია მეტრეველის მიერ გამოთქმულ პოზიციას, წინ უსწრებდა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომელიც ასევე გუშინდელ გამართულ აქციას ეხებოდა.

კვირიკაშვილის თქმით, გუშინ მერიის შენობასთან გამართულ აქციაზე პოლიციის ქმედება და 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევას შორის დიდი განსხვავებაა. პრემიერი ამბობს, რომ გუშინ ლევან ხაბეიშვილს, რომლიც შეუძლოდ გახდა, მერიის შენობაში პოლიციის თანამშრომლებით დაწყებული მერიის მაღალჩინოსნებით დამთავრებულები ასულიერებდნენ. მისი აზრით, ეს არის სწორედ საქართველოს მთავრობის  სახე. ხოლო ეს ცვლილებები საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა.

“მინდა, ყველამ ნახოს ის ვიდეო, რომელიც 26 მაისის მერე ამბობდა, პოლიტიკოსების გვამების გატანის შემდეგ ნაგვისგან გაწმინდესო, რომლებსაც გუშინ მერის მოადგილიდან დაწყებული, პოლიციელებით დამთავრებული ასულიერებდნენ, პულსი გაქვს, შვილო, მომატებული, არ გახვიდე გარეთ, არ ინერვიულოო. ეს არის ჩვენი მთავრობის სახე და ეს ცვლილება მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა.

ამიტომ არის, რომ ასე გააფთრებულები იბრძვიან, მაგრამ მათი მობრუნება გამორიცხულია,რადგან ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩვენც, პოლიტიკოსები უნდა ვეცადოთ, რომ ეს სიმართლე მაქსიმალურად დავანახოთ. ვიდრე მინისტრი გახდებოდა ქეთი ციხელაშვილი, მას ჰქონდა ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასთან.

სამწუხაროდ, როდესაც ჟურნალისტები მივიდნენ რამდენიმე ადამიანთან, საკადრისი პასუხი არ იქნა გაცემული, არავის გაახსენდა ზღულაძე, მისი მეუღლე გლუკსმანი. მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს მივმართო, ცოტა გავამხნევო ისინი, სიმართლე არის ჩვენ მხარეს. ჩვენ არაფერი გვაქვს თავის სამართლებელი. ყველაფერი იდეალურად არ არის, ზოგჯერ ყველაფერი აღმავალია, ზოგჯერ არის ჩავარდნა, მაგრამ მიმართულება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო, არის სწორი. ცოტა თამამად ვუთხრათ სიმართლე ჩვენს მოსახლეობას. ეს ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი არ იმსახურებს იმას, რასაც იღებს.

ეს არის უდიდესი უსამართლობა და მინდა ვთქვა, რომ სიმართლე ყოველთვის თავისას გაიტანს. სიმართლე არის ერთი რამ – თბილისში კეთდება ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის მართლაც ანალოგის არმქონე მწვანე სივრცეს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. იქ არის სასეირნო ბილიკები, სარბენი ბილიკები, რეკრეაციული სივრცე და ამისთვის ჩვენ უარი ვთქვათ იმიტომ, რომ ნევროზიანი პოლიტიკოსების აზრი გავითვალისწინოთ, მე ამას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდები და ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი ამას არ დაეთანხმება”, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, გუშინ მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა  საპროტესტო აქცია გამართეს.  ადგილზე მობილიზებული იყვნენ  საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, დედაქალაქის მერმა მოქალაქეების კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

ოპოზიციური პარტია მხარდამჭერებთან ერთად საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.  პარტიის წევრების განცხადებით, სამართალდამცველებმა აქცია ძალადობრივი გზით დაშალეს.

იტვირთბა....