თელავში დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ Imedinews-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, როგორც წინანდლის ქუჩაზე მცხოვრები კაცის მეზობლები ყვებიან, ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში ელექტროსადენის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც მას დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ში ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებას ადასტურებენ. როგორც უწყებაში “მეტრონომს” განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.