ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვართ თუ არა მზად ზამთრისთვის”: კვირიკაშვილი კომენტარს აკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყანამ ზაფხულის მომავალი სეზონისთვის დღესვე უნდა დაიწყოს სამზადისი.

“ზამთრის სეზონისთვის ჩვენ პრინციპში დიდწილად მზად ვართ, მაგრამ მომავალი ზაფხულის სეზონისთვის დღესვე არის დასაწყები სამზადისის, თუ დავუშვათ, სად გვაქვს ნაკლოვანებები, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ამ დღეების განმავლობაში შევისწავლე ის შენიშვნები და კომენტარები, რომლის სისტემატიზაციაც ჩვენ გავაკეთეთ. ძალიან ბევრი ისეთი რამ დავინახეთ, რაც აუცილებლად ახლავე არის დასაწყები, რათა მომავალი წლისთვის კიდევ უფრო მომზადებული შევხვდეთ. ვფიქრობ, ტურიზმის ზრდა გვექნება როგორც ზამთარში, ასევე მომავალ წელსაც 2018-ში და დღესვე გვაქვს დასაწყები. ამიტომ ამ შემადგენლობით შევიკრიბეთ. პრინციპში, ყველა ის მინისტრი, რომელიც დღეს ესწრება არის უშუალოდ ჩართული ტურიზმში, დაწყებული ეკონომიკის სამინისტრო, როგორც მთავარი, ასევე ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება, ასევე ფინანსები დაგვჭირდება რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა გავაუმჯობესოთ.

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ თბილისი სავსეა ტურისტებით. ბუნებრივია, ზაფხულის შემდეგ პატარა კლება მოხდა, მაგრამ შარშანდელ შემოდგომასთან შედარებით, გაცილებით ბევრი ტურისტი გვყავს. ახლა ჩვენ არამარტო თბილიში, არამედ ყველა მიმართულებაზე უნდა ვიმუშაოთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....