საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე, ხვალ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კომისიის სხდომაზე დასასწრებად ევროპაში მიემგზავრება.
სავარაუდოდ, სწორედ ევროპელი ექსპერტების საბოლოო დასკვნას ელოდება გიორგი მარგველაშვილიც, რის შემდეგაც ვეტოს შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. მანამდე კი, „ქართული ოცნება“ მარგველაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმებას კიდევ ერთხელ სთავაზობს.