ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თეა წულუკიანი წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წინასაარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. წულუკიანმა დმანისის რაიონის სოფელ ირგანჩაის მცხოვრებლებზე წინასაარჩევნო ზეწოლა დაგმო. “ქართული ოცნების” დმანისის შტაბის ერთ -ერთი წარმომადგენელი სოფლის მოსახლეობას მმართველი პარტიის მხარდაჭერის დამტკიცებას ყურანზე დაფიცებით აიძულებს.

“ზოგიერთი ადამიანი ბედავს, სხვა სიტყვას ვერ გამოვიყენებ, ბედავს რომ ჩვენს თანამოქალაქეებს დააფიცოს ყურანზე, თუ რომელ პარტიას მისცეს ხმა, ეს არის აუცილებლად დასაგმობი საკითხი”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დავით უსუფაშვილის გუნდმა “შენების მოძრაობამ” აღნიშნულ ფაქტზე განცხადება გაავრცელა. დავით უსუფაშვილის გუნდში აცხადებენ, რომ სოფელ ირგანჩაის მაცხოვრებლებს “ქართული ოცნების” დმანისის შტაბის იურისტი ემზარ პეტრიაშვილი მოსახლეობისგან ყურანზე დაიფიცებას მოითხოვს.
ის სოფლის მკვიდრებს აიძულებს, რომ 21 ოქტომბერს “ქართული ოცნების” სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი.

თეა წულუკიანმა ასევე მოუწოდა საჯარო მოხელეებს სოციალური ქსელები აგიტაციისთვის არ გამოიყენონ.

იტვირთბა....