კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმის შედეგების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა ჯერ კიდევ ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურმა კარლეს პუიჩდემონმა. ამის შესახებ მან განცხადება ბარსელონაში საგანგებოდ გამართული თათბირის შემდეგ გააკეთა.
პუიჩდემონი კატალონიიდან იმ ესპანელი ძალოვანი ნაწილების გაყვანას ითხოვს, რომელიც ესპანეთის ხელისუფლებას ემორჩილება. რეფერენდუმის ჩატარებას ესპანეთის მთავრობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ამიტომ კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნაზე ჩატარებული რეფერენდუმს მადრიდი უკანონოდ აცხადებს და შესაბამისად, არ აღიარებს რეფერენდუმის შედეგებსაც. პუიჩდემონის განცხადებით, კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის საკითხი კატალონიის პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს.
კატალონიის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ დიალოგი მადრიდთან ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუკი მადრიდი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დათანხმდება კატალონიის მთავრობასთან დიალოგს.