ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ლას ვეგასში, სროლისას დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა

ლას ვეგასში სროლისას დაღუპულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა.  როგორც დასავლური მედია წერს, დაზარალებულთა ზუსტი ციფრი უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა,  სავარაუდოდ  დაშავებულთა და დაჭრილთა რაოდენობამ  200 ადამიანამდე შეადგინა.

NBC News-ის ინფორმაციით, ცნობილია თავდამსხმელის ვინაობაც . ის ვეგასში მცხოვრები 64 წლის სტივენ პედოკია. მამაკაცმა კაზინოს სასტუმრო კომპლექსის 32-ე სართულიდან, მუსიკალური ფესტივალის მონაწელეების მისამართით გახსნა ცეცხლი. თვდამსხმელი ლიკვიდირებულია და პოლიცია ამჟამად მის თანმხლებ პირს  ეძებს, რომელიც 62 წლის მარილუ დენლისია. მან არეულობის დროს შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოასწრო.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას ქართველებიც იმყოფებოდნენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა ისინი დაშავებულები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება.

შეგახსენებთ, ლას ვეგასის ერთ-ერთ კაზინოში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. NBC News-ის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 22:00 საათზე, მუსიკალური ფესტივალის დროს მოხდა.  სროლის შედეგად კაზინოში პანიკა დაიწყო. სტუმრებმა და პერსონალმა შენობა დატოვეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

 

იტვირთბა....