სირიაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე პანკისელი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაღუპულია სოფელ დუმასტურის მკვიდრი, მუსლიმ კუშტანაშვილი, რომელიც საბრძოლო იერიშების დროს შეტაკებებისას დაიღუპა.
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, კუშტანაშვილმა 2 წლის წინ, 16 წლის ასაკში დატოვა პანკისის ხეობა. მას შემდეგ ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებასა და არასრულწლოვანის საქართველოში დაბრუნებას მოითხოვდა. ოჯახს ასევე ჰქონდა კითხვები, თუ როგორ გადაკვეთა საზღვარი სკოლის მოსწავლემ მშობლების ნებართვის გარეშე.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილთან ერთად 2 წლის წინ საზღვარი მისმა მეგობარმა 18 წლის რამზან ბაღაკაშვილმა გადაკვეთეს. მოზარდები პანკისის ხეობიდან სირიაში 2 აპრილს წაიყვანეს და უკან არარ დაბრუნებულან. რამდენიმე დღის შემდეგ კი „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ფონზე გადაღებულ ფოტო გამოაქვეყნეს.
არსებული ინფორმაციით, სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში ასამდე პანკისელი იბრძვის და უკვე 11 ახალგაზრდა სხვადასხვა შეტაკების დროს არის გარდაცვლილი.